1. დაცული ოთახი წარმოადგენს არაუფლებამოსილი შეღწევისაგან დაცულ ოთახს, რომლის კედლებიც აშენებული უნდა იყოს ქვის, რკინა-ბეტონის, აგურის ან სხვა მსგავსი მყარი მასალით, ხოლო ფანჯრები დაცული უნდა იყოს კედელში, სულ მცირე, 2 სმ-ით ჩაშენებული ფოლადის გისოსებით, რომლის ძელებს შორის მანძილი არ აღემატება 15 სმ-ს. თუ ოთახი განთავსებულია პირველი სართულის დონეზე მაღლა, მაშინ დასაშვებია ალტერნატიული უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენება იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება სათანადო პერიმეტრის უსაფრთხოება და/ან განგაშის სისტემები. ფანჯრები დაფარული უნდა იყოს გაუმჭვირვალე მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ოთახის გარედან დათვალიერებას.
2. შესასვლელი კარი და მისი ჩარჩო დამზადებული უნდა იყოს ფოლადისაგან ან ფოლადით დაფარული და დაცული შესაბამისი შეცვლადი კოდირებული საკეტით. კარის ანჯამები მიდუღებული უნდა იყოს შიგნიდან.
3. სავენტილაციო სისტემა დაცული უნდა იყოს არაუფლებამოსილი პირების შეღწევისა და მასში მყარი საგნების მოხვედრისგან. ჭერი და იატაკი დამზადებული უნდა იყოს კედლების შესაბამისი მასალისაგან. განგაშის სისტემის გარდა დამატებითი უსაფრთხოების ზომები უნდა ითვალისწინებდეს ოთახში მოძრაობის გამომვლენი სისტემების დამონტაჟებას.
4. სავალდებულოა დაცული ოთახის უწყვეტი მომარაგება ელექტროენერგიით. ასევე უნდა არსებობდეს სარეზერვო კვების შესაძლებლობა ავტომატური გადართვით. განგაშის სისტემა უნდა ახდენდეს რეაგირებას კვების წყაროს შეფერხებით მუშაობაზე ან მასზე რაიმე სახის ფარულ ზემოქმედებაზე.
5. სავალდებულოა ელექტროგაყვანილობისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
6. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავს უნდა გააჩნდეს იგივე მახასიათებლები, რაც დაცულ ოთახს. შესასვლელი კარის გარდა საცავში არ უნდა იყოს 500 სმ2-ზე მეტი ფართის ღიობი. ნებისმიერი ღიობი, რომელიც არის 500 სმ2-ზე ნაკლები, საჭიროებს დაცვას მასში მყარი საგნების მოხვედრისგან. საცავის კარი უნდა იყოს დამზადებული მტკიცე ფოლადისგან და იკეტებოდეს შესაბამისი კოდირებული საკეტით
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 16. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის საცავები და დაცული ოთახები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. შეღწევის გამომვლენი სისტემები
- მუხლი 11. ობიექტის დაცვის სამსახური
- მუხლი 12. შესვლის კონტროლი
- მუხლი 13. ვიზიტორთა გადაადგილების უფლება
- მუხლი 14. ტექნიკური და დასუფთავების პერსონალი
- მუხლი 15. სამუშაო და საკონფერენციო ოთახების უსაფრთხოება
- მუხლი 17. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის მინიმალური სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოების გასაღებებისა და კოდების კონტროლი
- მუხლი 19. კოდირებული ბოქლომები
- მუხლი 20. უსაფრთხოების კონტეინერები
- მუხლი 21. კოდირებული საკეტები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-16/