1. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გასატარებელი უსაფრთხოების ღონისძიებები განისაზღვრება დაწესებულების/ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
2. ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე პირთა მიერ სამუშაო ადგილის დატოვების დროს, ოფისში არსებული ყოველი დოკუმენტი ან შავი მასალა, რომელიც შეიცავს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციას, შენახული უნდა იქნეს შესაბამის საცავში ან სეიფში.
3. ოფისში მუშაობის დასრულების შემდეგ თანამშრომელი, რომელიც ბოლო დატოვებს ოფისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, უნდა დარწმუნდეს, რომ ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალა შენახულია შესაბამის საცავებში, ხოლო ოთახის ფანჯრები კარგადაა ჩაკეტილი. ყოველი თანამშრომელი პირადად უნდა აგებდეს პასუხს უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე. ამასთან ერთად, შესაძლებელია ოფისის პერსონალს შორის პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, რომელიც სისტემატურად მოახდენს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მასალის დაცულობის გადამოწმებას.
4. ოფისის დაკეტვის შემდეგ დაცვის სამსახურის მიერ უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების შემოწმება პატრულირების საშუალებით.
5. როდესაც საერთო ოფისში მუშაობენ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან სხვადასხვა დონის ინდივიდუალური დაშვების მქონე თანამშრომლები, სავალდებულოა ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის მკაცრად დაცვა და ამ პრინციპის დასაცავად შესაძლოა, საჭირო გახდეს თანამშრომელთა ინდივიდუალური უსაფრთხოების კონტეინერებით უზრუნველყოფა