1. დაცვის სამსახურის პერსონალი გამოიყენება საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და საპასუხო რეაგირების ჯგუფის დაკომპლექტების, პატრულირებისა და უსაფრთხოების შემოწმების მიზნით.
2. დაცვის სამსახურის მოვალეობები და პატრულირების სიხშირე დამოკიდებულია მოსალოდნელი საფრთხის დონესა და ობიექტზე არსებულ დაცვის სისტემებზე ან ტექნიკურ მოწყობილობებზე. დაცვის სამსახური უნდა მოქმედებდეს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებული ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად გაწერილი ინსტრუქციის მიხედვით. დაცვის სამსახურის პერსონალს უნდა გააჩნდეს საკომუნიკაციო საშუალებები ობიექტის უსაფრთხოების კონტროლის ცენტრთან დასაკავშირებლად.
3. დაცვის სამსახურმა უსაფრთხოების ზონის მთლიანობის დასაცავად უნდა წარადგინოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან ან ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე კვალიფიციური პერსონალი