1. პერიმეტრზე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შეღწევის გამომვლენი სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დონის ამაღლებას. შეღწევის გამომვლენი სისტემები შესაძლოა დამონტაჟებულ იქნეს ფარული სახით ან ღიად, რათა ისევე იმოქმედოს, როგორც შემაკავებელმა ფაქტორმა. გამომდინარე იქიდან, რომ შეღწევის გამომვლენ სისტემებს გააჩნიათ ცრუ განგაშისადმი მიდრეკილება, მათი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ განგაშის გადასამოწმებელ სისტემასთან ერთად (მაგალითად, ვიდეოკონტროლი).
2. უფლებამოსილი სპეციალისტების მიერ სისტემატურად უნდა ხორციელდებოდეს შეღწევის გამომვლენი სისტემების ფუნქციონირების შემოწმება ტესტირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.
3. დაცვის სისტემის კომპონენტების მონაცემები (განგაში, ვიდეომასალა და კონტროლის სხვა შესაძლებლობები) ქრონომეტრულად უნდა ფიქსირდებოდეს უწყვეტ რეჟიმში და ინახებოდეს მონაცემთა ბაზაში, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში, გამოძიებისა და გაანალიზების მიზნით, ჩანაწერის შემდგომი აღდგენის შესაძლებლობით.
4. შეღწევის ყოველი მცდელობის შესახებ ტექნიკური მოწყობილობებით ჩაწერილი ინფორმაცია უნდა ინახებოდეს უსაფრთხოების კონტროლის ცენტრის მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული შემთხვევების შემდგომში გამოძიებისა და გაანალიზების შესაძლებლობის მიზნით.
5. შეღწევის გამომვლენი სისტემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ოთახებსა და შენობებში დაცვის სამსახურის პერსონალის ნაცვლად ან მათ დასახმარებლად. სისტემის ეფექტიანობისათვის უნდა არსებობდეს საპასუხო რეაგირების ჯგუფი, რომელიც დროულად მოახდენს რეაგირებას განგაშის სიგნალზე