1. ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია ინახება და მუშავდება შემდეგ უსაფრთხოების ზონებში:
ა) ნატოს I კლასის უსაფრთხოების ზონა წარმოადგენს ადგილს, სადაც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია მუშავდება და ინახება იმგვარად, რომ აღნიშნულ ზონაში შეღწევა იძლევა ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას. ასეთი ზონა საჭიროებს:
ა.ა) მკაფიოდ განსაზღვრულ და დაცულ ადგილს, სადაც ყოველი შესვლა და გასვლა კონტროლდება;
ა.ბ) შეღწევის კონტროლის სისტემას, რომელიც აღნიშნულ ზონაში დაუშვებს მხოლოდ შესაბამისი დაშვების მქონე პირებს;
ბ) ნატოს II კლასის უსაფრთხოების ზონა წარმოადგენს ადგილს, სადაც მუშავდება და ინახება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია იმგვარად, რომ აღნიშნული ზონის შიგნით მოქმედი კონტროლის მექანიზმები უზრუნველყოფენ კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვას არაუფლებამოსილი წვდომისაგან. ასეთი ზონა საჭიროებს:
ბ.ა) მკაფიოდ განსაზღვრულ და დაცულ ადგილს, სადაც ყოველი შესვლა და გასვლა კონტროლდება;
ბ.ბ) შეღწევის კონტროლის სისტემას, რომელიც აღნიშნულ ზონაში თანმხლები პირის გარეშე დაუშვებს მხოლოდ ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვების მქონე პირებს. ყველა სხვა პირისთვის უნდა დაწესდეს თანმხლები პირის ზედამხედველობის ან სხვა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე არაუფლებამოსილი წვდომა და არაკონტროლირებადი შეღწევა იმ ტერიტორიაზე, რომელიც ექვემდებარება ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმებას.
2. სამუშაო დღის ბოლოს უსაფრთხოების ზონებში უნდა შემოწმდეს ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის სათანადო დაცულობა. ეს წესი არ ვრცელდება უსაფრთხოების ზონებზე, რომლებშიც საქმიანობა ხორციელდება 24-საათიან რეჟიმში
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 4. უსაფრთხოების ზონები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ძირითადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები
- მუხლი 5. ადმინისტრაციული ზონა
- მუხლი 6. ღია შენახვის ადგილი
- მუხლი 7. გარე პერიმეტრის უსაფრთხოება
- მუხლი 8. ოფისის ფანჯრები
- მუხლი 9. განათება
- მუხლი 10. შეღწევის გამომვლენი სისტემები
- მუხლი 11. ობიექტის დაცვის სამსახური
- მუხლი 12. შესვლის კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-4/