ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ღია შენახვის ადგილი განისაზღვრება დაწესებულების/ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით. იგი მოწყობილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
ა) კონსტრუქცია (პერიმეტრის კედლები, იატაკი და ჭერი) უნდა იყოს მყარად დაკავშირებული ერთმანეთთან და იმგვარად მოწყობილი, რომ არაუფლებამოსილი შეღწევის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ვიზუალური კვალის აღმოჩენა;
ბ) შესასვლელი კარი უნდა იყოს დამზადებული ხის, ლითონის ან სხვა მტკიცე მასალისაგან და აღჭურვილი იყოს სამპოზიციანი კოდირებული საკეტით. კარის ანჯამები მიმაგრებული უნდა იყოს შიგნიდან;
გ) სავენტილაციო არხები, მილები და სხვა მსგავსი ღიობები, რომლებიც აღემატება 620 სმ2-ს (და 15 სანტიმეტრს მის უმცირეს განზომილებაში) და შედის ან კვეთს ღია შენახვის ადგილს, დაცული უნდა იქნეს ლითონის გისოსებით ან შეღწევის გამომვლენი სისტემით;
დ) ყოველი ფანჯარა, რომელიც იძლევა დაწესებულებაში კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობის დაკვირვების საშუალებას, უნდა დამზადდეს გაუმჭვირვალე მასალისაგან ან აღჭურვილი უნდა იქნეს ჟალუზებით, ფარდებით ან სხვა საფარი საშუალებებით;
ე) მიწის დონეზე არსებული ან სხვა (მაგალითად, სახურავიდან, ვერანდიდან ან მიშენებებიდან) ადვილად ხელმისაწვდომი ფანჯრები მოწყობილი უნდა იქნეს ან დაიფაროს ძალისმიერი შეღწევისგან დამცავი მასალით. სავალდებულო არ არის, რომ ფანჯრებზე უზრუნველყოფილი დაცვის სიმყარე აღემატებოდეს მომიჯნავე კედლების სიმყარეს. ღია შენახვის ადგილები, რომლებიც მოწყობილია კონტროლირებადი ტერიტორიის შემადგენელ ნაწილზე, შესაძლოა არ საჭიროებდეს ძალისმიერი შეღწევისგან დაცვას, თუ ფანჯრები არაფუნქციონირებადია მათი სამუდამოდ დალუქვის გზით ან შიგნიდან აღჭურვილია ჩამკეტი მექანიზმითა და შეღწევის გამომვლენი სისტემით
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 6. ღია შენახვის ადგილი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ძირითადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები
- მუხლი 4. უსაფრთხოების ზონები
- მუხლი 5. ადმინისტრაციული ზონა
- მუხლი 7. გარე პერიმეტრის უსაფრთხოება
- მუხლი 8. ოფისის ფანჯრები
- მუხლი 9. განათება
- მუხლი 10. შეღწევის გამომვლენი სისტემები
- მუხლი 11. ობიექტის დაცვის სამსახური
- მუხლი 12. შესვლის კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-6/