ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე დადგენილების მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ბ) ფიზიკური უსაფრთხოება – ფიზიკური დაცვის აქტიური და პასიური ზომების ერთობლიობა იმ ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია;
გ) დაცვის აქტიური ზომები – დაცვის ზომები, რომლებიც მოიცავენ არაუფლებამოსილი შეღწევის საფრთხეების გამოვლენის, შეფერხებისა და ამგვარი ფაქტების შეტყობინების სისტემებსა და ტექნოლოგიებს;
დ) დაცვის პასიური ზომები – დაცვის ზომები, რომლებიც მოიცავენ არქიტექტურის, რელიეფისა და განათების ეფექტიან გამოყენებას შესაძლო არაუფლებამოსილი შეღწევის საფრთხეების შესამცირებლად, ასარიდებლად ან შესაფერხებლად;
ე) მიყურადება – აქტიური ან პასიური მიყურადება, რაც მოიცავს კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის დაზიანების, განადგურების ან არაზუსტი ინფორმაციით ჩანაცვლების ქმედებას ან/და ამგვარი ინფორმაციის მოპარვას ან სხვადასხვა ელექტრონული საშუალებებით ფარულ მიყურადებას/თვალთვალს. აქტიური მიყურადებისაგან განსხვავებით, პასიური მიყურადება მიზნად არ ისახავს ინფორმაციაზე რაიმე გავლენის მოხდენას;
ვ) ღია შენახვის ადგილი – ადგილი, სადაც ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია ინახება ღია სახით (უსაფრთხოების კონტეინერის გარეშე);
ზ) ოფისი – ადგილი, სადაც ხდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავება (მიღება, შენახვა, გაგზავნა და დაარქივება);
თ) დაცვის სამსახური – შესაბამისი საჯარო დაწესებულება ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების დაცვას, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია;
ი) უსაფრთხოების კონტეინერი – ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის შესანახად განკუთვნილი სათავსი (სეიფი, საკეტიანი დოკუმენტების კარადა, საკეტიანი უჯრა და სხვა შესაბამისი საკეტით აღჭურვილი სათავსი), რომელიც იცავს კლასიფიცირებულ ინფორმაციას არაუფლებამოსილი წვდომისაგან;
კ) ტექნიკური უსაფრთხოების შემოწმება – შესაბამისი ტექნიკური სამსახურის მიერ ჩატარებული ტექნიკური შემოწმება, რომელიც მიზნად ისახავს შესაძლო მიყურადების გამოვლენას
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 29.05.2017
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ძირითადი დებულებები
- მუხლი 3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები
- მუხლი 4. უსაფრთხოების ზონები
- მუხლი 5. ადმინისტრაციული ზონა
- მუხლი 6. ღია შენახვის ადგილი
- მუხლი 7. გარე პერიმეტრის უსაფრთხოება
- მუხლი 8. ოფისის ფანჯრები
- მუხლი 9. განათება
- მუხლი 10. შეღწევის გამომვლენი სისტემები
- მუხლი 11. ობიექტის დაცვის სამსახური
- მუხლი 12. შესვლის კონტროლი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №264, 29.05.2017, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.019973 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3682129/muxli-2-2/