1. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (შემდგომში – ნატო) უსაფრთხოების პოლიტიკის (NATO Security Policy) შესაბამისად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებით წესდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ფიზიკური უსაფრთხოების აუცილებელი მინიმალური სტანდარტები.
2. ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს ფიზიკური დაცვითი ზომები იმ ტერიტორიებზე და შენობა-ნაგებობებში, სადაც ინახება ან/და მუშავდება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაცია.
3. ფიზიკური უსაფრთხოების ზომები უნდა გატარდეს კომპლექსურად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების, პერსონალის უსაფრთხოების, საკომუნიკაციო სისტემებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ზომებთან ერთად, ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმები