1. გარე პერიმეტრის ღობე განსაზღვრავს დასაცავი ტერიტორიის ფიზიკურ საზღვრებს და წარმოადგენს საიმედო ფიზიკურ ბარიერს. ღობის დაცვის დონე დამოკიდებულია მის სიმაღლეზე, კონსტრუქციაზე, მისი მშენებლობისას გამოყენებულ სამშენებლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დამატებით მახასიათებლებზე, რომლებიც აუმჯობესებენ მის დანიშნულებას და ეფექტიანობას (მაგალითად, სათვალთვალო კოშკი ან პუნქტი, ვიდეოკონტროლი, განათება, პერიმეტრზე შეღწევის გამომვლენი სისტემა და ა.შ.). პერიმეტრის ღობეს უნდა გააჩნდეს დაშვების კონტროლის მექანიზმით აღჭურვილი შესაბამისი დონის შესასვლელი.
2. გარე პერიმეტრი შემოსაზღვრული უნდა იყოს არანაკლებ 2,15 მ სიმაღლის ღობით. დასაცავი ობიექტის გარშემო უნდა არსებობდეს 30 მ რადიუსის თავისუფალი სივრცე. ღობის ზედა ნაწილზე, მთელი პერიმეტრის გასწვრივ, უნდა იყოს დამაგრებული 40 სმ სიმაღლის T-ს ფორმის ან 45°-ით გარეთ გადახრილი კონსტრუქცია მავთულხლართებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გარე პერიმეტრის ღობის სათანადოდ მოწყობა, დასაშვებია უსაფრთხოების სხვა ზომების გამოყენება ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოსთან შეთანხმებით