1. ნავსადგურში, შეზღუდული ზონების გარშემო უნდა იყოს განსაზღვრული კონტროლირებადი პერიმეტრი, რომლის დაცვა უნდა განხორციელდეს დაცვის პოლიციის შესაბამისი სამსახურის მიერ. დაცვის პოლიციასა და ნავსადგურს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტროლის ზომები შეიძლება მოიცავდეს ღობეებს, ბუნებრივ ბარიერებს და უნდა:

ა) გამოჰყოს დასაცავი ზონა;

ბ) აღკვეთოს არასანქცირებული შესვლა;

გ) შეაჩეროს არასანქცირებული შესვლა;

დ) განსაზღვროს საკონტროლო გამსვლელი პუნქტები.

2. პერიმეტრის ხელშეუხებლობის დაცულობა უნდა შემოწმდეს მინიმუმ ცვლაში ერთხე