1. უშიშროების ვარჯიშები უნდა ჩატარდეს წელიწადში ერთხელ. ვარჯიშებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, რომელიც შეესაბამება უშიშროების გეგმის ეფექტურობის შემოწმებას. ვარჯიშები უშიშროების ოფიცერს საშუალებას მისცემს განსაზღვროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები. უშიშროების ვარჯიშები შეიძლება იყოს:
ა) სრულმასშტაბიანი;
ბ) სასემინარო;
გ) რეალური მოვლენების საპასუხო.
2. ვარჯიშების სცენარი წინასწარ თანხმდება სააგენტოსთან და კომპეტენტურ პირებთან/უწყებებთან, რომლებიც ჩართულნი იქნებიან ვარჯიშში.
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესის“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 30, №685, 31.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 400010020.10.003.021001 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4444042/muxli-30/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია