მათი მოთხოვნის საფუძველზე მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ყოველდღიურ სამედიცინო შემოწმებაზე გამოცხადებისა. ისინი მიიღებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანილ იქნებიან ინტერნირების ადგილის ლაზარეთში ან ჰოსპიტალში.

მათ ნებადართული ექნებათ კითხვა და წერა, აგრეთვე წერილების გაგზავნა და მიღება. თუმცა, ამანათები და ფულადი გადარიცხვები შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდის დასრულებამდე; ამ პერიოდში ასეთი გზავნილები გადაეცემა ინტერნირებულთა კომიტეტს, რომელიც მალფუჭებად პროდუქტებს ლაზარეთს გადასცემს.

დისციპლინური სასჯელის მოხდის პერიოდში არცერთ ინტერნირებულს არ შეიძლება ჩამოერთვას წინამდებარე კონვენციის 107-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული გარანტიებ