გარდაცვლილი ინტერნირებულები უნდა დაიკრძალონ ინდივიდუალურ საფლავებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გარდაუვალი გარემოებები მოითხოვს საძმო საფლავში დაკრძალვას. ცხედართა კრემაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიგიენის იმპერატიული მოსაზრებების, გარდაცვლილის რელიგიური მრწამსის ან მისი აშკარად გამოთქმული სურვილის საფუძველზე. კრემაციის შემთხვევაში გარდაცვალების აქტში უნდა მიეთითოს როგორც კრემაციის ფაქტი, ასევე მისი მიზეზები. ფერფლი უსაფრთხო შენახვის მიზნით ინახება შესაბამისი ორგანოების მიერ და ნათესავთა მოთხოვნის საფუძველზე უმოკლეს ვადაში გადაეცემა მათ.

როგორც კი გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ არაუგვიანეს საომარი მოქმედებების დასრულებისა, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, 136-ე მუხლით გათვალისწინებული ცნოაბათა ბიუროს მეშვეობით შესაბამის სახელმწიფოებს გადასცემს გარდაცვლილი ინტერნირებულების საფლავების სიებს. ეს სიები უნდა შეიცავდეს ყველა მონაცემს, რომელიც აუცილებელია გარდაცვლილთა იდენტიფიკაციისათვის, აგრეთვე მათი საფლავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია