სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვალდებულია გადაყვანის დროს უზრუნველყოს ისინი საკმარისი რაოდენობის, ხარისხისა და მრავალფეროვნების სასმელი წყლითა და საკვებით, რათა შენარჩუნდეს მათი ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა. მათ ასევე უნდა მიეწოდოთ საჭირო ტანსაცმელი, შესაბამისი თავშესაფარი და აუცილებელი სამედიცინო დახმარება. დამკავებელი სახელმწიფო მიიღებს ყველა საჭირო ზომას მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გამგზავრებამდე შეადგენს გადასაყვან ინტერნირებულთა სრულ სიას.
ავადმყოფი, დაჭრილი ან უძლური ინტერნირებულები და მშობიარეები არ უნდა იქნენ გადაყვანილნი, თუ გადაადგილება მათთვის სერიოზულად საზიანო იქნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მათი უსაფრთხოება აუცილებლად მოითხოვს.
ფრონტის ხაზის ინტერნირების რომელიმე ადგილთან მოახლოების შემთხვევაში იქ მყოფი ინტერნირებულები გადაიყვანებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გადაყვანა შესაძლებელია უსაფრთხოების სათანადო პირობებში განხორციელდეს ან თუ ადგილზე დარჩენა მათთვის უფრო სახიფათოა, ვიდრე გადაყვანა.
ინტერნირებულთა გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას, სახელმწიფო, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, ვალდებულია გაითვალისწინოს მათი ინტერესები და მეტიც, არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც გაართულებს მათ რეპატრიაციას ან საკუთარ სახლებში დაბრუნება