მათ ნებადართული ექნებათ თან წაიღონ პირადი ნივთები, კორესპონდენცია და მათ სახელზე მიღებული ამანათები. ბარგის წონა შეიძლება შეიზღუდოს გადაადგილების პირობების შესაბამისად, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნაკლები ოცდახუთ კილოგრამისა თითოეულ ინტერნირებულზე.
ინტერნირების წინა ადგილზე მისული კორესპონდენცია და ამანათები მათ დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოთ.
ინტერნირების ადგილის კომენდანტი, ინტერნირებულთა კომიტეტთან შეთანხმებით, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას ინტერნირებულთა კოლექტიური ქონებისა და იმ ბარგის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, რომლის თან წაღებაც მათ ვერ შეძლეს მეორე აბზაცით გათვალისწინებული შეზღუდვების გამო.
გარდაცვალებე