ნებისმიერი დისციპლინური სასჯელის დაკისრებამდე ბრალდებულ ინტერნირებულს ზუსტად უნდა ეცნობოს მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ და მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს თავისი ქმედება და დაიცვას თავი. კერძოდ, მას უნდა შეეძლოს მოწმეების გამოძახება და საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციური თარჯიმნის დახმარებით სარგებლობა. გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს ბრალდებულისა და ინტერნირებულთა კომიტეტის წევრის თანდასწრებით.
დისციპლინური სასჯელის დაკისრებასა და მის აღსრულებას შორის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს.
თუ ინტერნირებულს დაეკისრა დამატებითი დისციპლინური სასჯელი, ყოველი ორი სასჯელის აღსრულებას შორის უნდა გავიდეს არანაკლებ სამი დღე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანის ხანგრძლივობა ათი დღე ან მეტია.
ინტერნირების ადგილის კომენდანტი ვალდებულია აწარმოოს დისციპლინური სასჯელების რეესტრი, აღნიშნული რეესტრი მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შემოწმების მიზნი