1. ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 95-ე მუხლის დებულებების მიხედვით განსაზღვრული ხელფასის 50 პროცენტს და დაწესდეს არაუმეტეს ოცდაათი დღის ვადით.
2. წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულზე დამატებით მინიჭებული უპირატესობების ჩამორთმევა.
3. დამატებითი სამუშაოები დღეში არაუმეტეს ორი საათისა, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნირების ადგილის მოვლასთან.
4. თავისუფლების აღკვეთა.
დისციპლინური სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არაადამიანური, სასტიკი ან ინტერნირებულის ჯანმრთელობისათვის სახიფათო. გათვალისწინებული უნდა იყოს ინტერნირებულის ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ნებისმიერი ცალკეული სასჯელის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ თანმიმდევრულ დღეს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინტერნირებული პასუხს აგებს რამდენიმე დისციპლინური დარღვევისთვის, მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია თუ არა ეს დარღვევები ერთმანეთთა