თუ ზოგადი კანონები, დადგენილებები ან განკარგულებები განსაზღვრავს, რომ ინტერნირებულის მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადია, მაშინ როდესაც იგივე ქმედება არ ისჯება არაინტერნირებული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში, ასეთ ქმედებაზე შეიძლება მხოლოდ დისციპლინური სასჯელის დაკისრება.
არცერთი ინტერნირებული არ შეიძლება დაისაჯოს ერთსა და იმავე ქმედებისათვის ან ერთი და იმავე ბრალდებით ერთზე მეტჯე