ამგვარი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შემდეგის გადასაზიდად:
a. კორესპონდენცია, სიები და ანგარიშები, რომლებსაც ერთმანეთში ცვლიან 140-ე მუხლში მითითებული ცენტრალური ცნობათა სააგენტო და 136-ე მუხლში მითითებული ეროვნული ბიუროები;
b. ინტერნირებულებთან დაკავშირებული კორესპონდენცია და ანგარიშები, რომლებსაც მფარველი სახელმწიფოები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ორგანიზაციები ცვლიან როგორც თავიანთ დელეგატებთან, ისე კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.
ეს დებულებები არ ზღუდავს კონფლიქტის მონაწილე არცერთი მხარის უფლებას, სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს ტრანსპორტირების სხვა საშუალებები, და არც გამორიცხავს ამგვარი სატრანსპორტო საშუალებებისათვის საშვების გაცემას ურთიერთშეთანხმებული პირობებით.
ამგვარი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით გამოწვეულ ხარჯებს, გზავნილების მნიშვნელობის პროპორციულად, გაიღებენ კონფლიქტის მონაწილე ის მხარეები, რომელთა მოქალაქეთა სასარგებლოდაც ხდება ამ მომსახურების გაწევ