ინტერნირებულთათვის განკუთვნილი გზავნილების შემოწმება არ უნდა განხორციელდეს ისეთ პირობებში, რომლებიც მათში მოთავსებული საქონლის გაფუჭების საშიშროებას გამოიწვევს. ასეთი შემოწმება უნდა ჩატარდეს ადრესატის ან მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი თანაინტერნირებული პირის თანდასწრებით. ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილების ინტერნირებულთათვის გადაცემა არ უნდა დაყოვნდეს ცენზურასთან დაკავშირებული სირთულეების საბაბით.

კონფლიქტის მონაწილე მხარეთა მიერ სამხედრო ან პოლიტიკური მიზეზებით დაწესებული კორესპონდენციის ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ დროებითი უნდა იყოს და მისი ხანგრძლივობა შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყო