თუ სამხედრო აუცილებლობა მოითხოვს ამგვარი ტვირთების რაოდენობის შეზღუდვას, ამის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან სხვა ორგანიზაციას, რომელიც ინტერნირებულებს ეხმარება და პასუხისმგებელია ამ ტვირთების გადაგზავნაზე.
ინდივიდუალური ამანათებისა და კოლექტიური ტვირთების გაგზავნის პირობები, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყოვნებდეს ინტერნირებულების მიერ დახმარების მიღებას. ტანსაცმლისა და სურსათის ამანათები არ უნდა შეიცავდეს წიგნებს. სამედიცინო დახმარების მასალები, როგორც წესი, კოლექტიური ტვირთების სახით იგზავნებ