ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ ინტერნირებულთაგან დანიშნონ თანაშემწეები. მათ უნდა მიეცეთ ყველა პრაქტიკული საშუალება, კერძოდ, მათი მოვალეობების შესრულებისათვის აუცილებელი გადაადგილების გარკვეული თავისუფლება, მათ შორის, სამუშაო რაზმების მონახულებისა და დახმარების ტვირთების მიღების მიზნით.
ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა, აწარმოონ საფოსტო და სატელეგრაფო მიმოწერა იმ სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, აგრეთვე მფარველ სახელმწიფოებთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მის დელეგატებთან, და ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ორგანიზაციებთან. სამუშაო რაზმებში მყოფი კომიტეტის წევრები ისარგებლებენ ანალოგიური შესაძლებლობებით ინტერნირების ძირითად ადგილზე არსებულ კომიტეტთან მიმოწერისათვის. ასეთი მიმოწერა არ უნდა შეიზღუდოს და არ ჩაითვლება 107-ე მუხლში მითითებულ კვოტაში.
ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს, რომლებიც სხვა ადგილზე გადაჰყავთ, უნდა მიეცეთ საკმარისი დრო, რათა თავიანთი შემცვლელები საქმის ვითარება გააცნონ.
გარე სამყაროსთან ურთიერთო