ინტერნირების ყოველ ადგილზე ინტერნირებულები თავისუფლად, ფარული კენჭისყრით, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ირჩევენ კომიტეტის წევრებს, რომლებიც მათ წარმოადგენენ იმ სახელმწიფოს წინაშე, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან, აგრეთვე მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა მათი დამხმარე ორგანიზაციების წინაშე. კომიტეტის წევრებს შეუძლიათ ხელახლა არჩევა.
არჩეული ინტერნირებულები თავიანთი მოვალეობების შესრულებას შეუდგებიან მას შემდეგ, რაც მათი არჩევა დამტკიცდება იმ სახელმწიფოს შესაბამისი ხელისუფლების მიერ, რომლის ხელშიც ისინი იმყოფებიან. კომიტეტის წევრთა დამტკიცებაზე უარის თქმის ან მათი მოხსნის მიზეზები უნდა ეცნობოს შესაბამისს მფარველ სახელმწიფოს.