საკრებულოს მდივანი იწვევს საკრებულოს სესიებს და უძღვება მის სხდომებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების საქმიანობას; ხელს აწერს საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებს, გამოსცემს განკარგულებებს.

საკრებულოს მდივნის წარდგინებით საკრებულო ამტკიცებს საკრებულოს მდივნის მოადგილეს (მოადგილეებს) საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.

თუ საკრებულოს მდივნის წარდგენილი კანდიდატი არ იქნა დამტკიცებული, ახალ კანდიდატურას კვლავ საკრებულოს მდივანი წარადგენს.

მდივნის უშუალო დავალებით ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს მდივანს დროებით არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები, მდივნის ფუნქციებს ასულებს მისი მოადგილე.

თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საკრებულოს მდივანი, საკრებულოს მდივნის მოადგილე (მოადგილეები), მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები წყვეტენ საწარმოო თუ სამსახურებრივ საქმიანობას და მოღვაწეობენ საკრებულოშ