მუხლი 10. ქალაქის საკრებულო ამტკიცებს ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითად მაჩვენებლებს; ადგენს ადგილობრივ ბიუჯეტს საბიუჯეტო კანონმდებლობის შესაბამისად; ქალაქის თითოეული რაიონისათვის ადგენს ბიუჯეტის მიხედვით საკასო საბრუნავი სახსრების ოდენობას; ამტკიცებს ქალაქის რაიონების ბიუჯეტებში სახელმწიფო გადასახადებისა და შემოსავლის ანარიცხების ოდენობას; აწარმოებს ქალაქის ბიუჯეტის შემოსვლისა და გასავლის გამიჯვნას საქალაქო ბიუჯეტისა და ქალაქის რაიონულ ბიუჯეტებს შორის; წყვეტს სხვა საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ქალაქის რაიონების მეურნეობის განვითარების ერთიანობის უზრუნველყოფის მიზნი🔗