ყოველი სამუშაო რაზმი ექვემდებარება რომელიმე ინტერნირების ადგილს. სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, შესაბამისი ხელისუფლების ორგანოები და ამ ინტერნირების ადგილის კომენდანტი პასუხისმგებელნი არიან სამუშაო რაზმებში წინამდებარე კონვენციის დებულებათა დაცვაზე. კომენდანტი აწარმოებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამუშაო რაზმების განახლებად სიას და აცნობებს მას მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც შეუძლიათ ინტერნირების ადგილების მონახულება.

თავი VI

პირადი ნივთები და ფულადი სახსრები