ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაკავების მომენტში მოიმარაგონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საცვლები, ხოლო შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში შეიძინონ დამატებითი ნივთები. თუ ინტერნირებულს არ აქვთ კლიმატური პირობების შესაბამისი საკმარისი ტანსაცმელი და მათი შეძენა არ შეუძლია სახელმწიფო რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვალდებულია უზრუნველყოს ისინი უფასოდ.

ტანსაცმელი, რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ინტერნირებულებს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი ან დაცინვის საფუძველი.

დასაქმებულ ინტერნირებულებს უნდა მიეცეთ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი სამუშაო აღჭურვილობა, მათ შორის სპეციალური ტანსაცმელი.

თავი IV

ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება