ამ მაღაზიების საქმიანობიდან მიღებული მოგება გადაეცემა თითოეული ინტერნირების ადგილისათვის შექმნილ დახმარების ფონდს და გამოიყენება ამავე ადგილზე მყოფი ინტერნირებულების სასარგებლოდ. 102-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ ინტერნირებულთა კომიტეტს უფლება აქვს განახორციელოს ზედამხედველობა მაღაზიების საქმიანობასა და აღნიშნული ფონდის გამოყენებაზე.

ინტერნირების ადგილის დახურვის შემთხვევაში დახმარების ფონდის ნაშთი გადაირიცხება იმ ინტერნირების ადგილის დახმარების ფონდში, სადაც იმავე ეროვნების ინტერნირებულები იმყოფებიან, ხოლო თუ ასეთი ადგილი არ არსებობს მაშინ ცენტრალურ დახმარების ფონდში, რომელიც განკუთვნილია დამკავებელი სახელმწიფოს ხელში მყოფი ყველა ინტერნირებულის სასარგებლოდ. საყოველთაო გათავისუფლების შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს, აღნიშნული მოგება რჩება იმ სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებია