1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება ამ დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია, მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 700 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს გენერალურ დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზ