1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან დაწესებულებაში მუშაობისას გამოიმუშავა ან პირად საბანკო ანგარიშზე ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა ჩაურიცხეს.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული მაღაზიაში კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად, ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელ ქვითართან ერთად განცხადებით მიმართავს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. მაღაზიის თანამშრომელი ამოწმებს თანხის არსებობას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშზე. შეძენილი საქონელი განაწილდება სპეციალური საკნების მიხედვით და ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა ხელწერილით.
3. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება ამ დებულების №3 დანართით განსაზღვრული კვების პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, სხვა ნივთები და საგნები.
4. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1500 ლარისა. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, არაუმეტეს 2000 ლარამდე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზ