1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პატივისა და ღირსების შეულახავად დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა.

2. დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, როგორც წესი, კვირაში ორჯერ შხაპის მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.

3. დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს ეკრძალება, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

4. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადამიანური ღირსების დაცვის პრინციპის შესაბამისად.

5. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეების მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა ბრალდებულის/მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.

6. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.

7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი.

8. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.

9. დაწესებულება უფლებამოსილია, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.

10. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, თეთრეული და საკანი/საერთო საცხოვრებელ