1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა; წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები.
2. დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის მიმოწერა აკრძალულია.
3. ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.
5. პირადი ხასიათისაა ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის, საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) სასამართლო;
ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საქართველოს სამინისტრო;
თ) სამსახური;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
კ) სახელმწიფო ინსპექტორი;
ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი;
მ) პროკურორი;
ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო;
ო) კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;
პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;
ჟ) სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“.
6. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
7. საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სხვა ქვეყნების მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას – სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
8. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.
9. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს. იგივე წესი მოქმედებს ფასიანი წერილების გაგზავნისას.
10. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
11. ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და შესაბამის სოციალურ მუშაკს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ შენახვასა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
12. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის, მოთხოვნებისა და საჩივრების, გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მეშვეობით არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთით გასაგზავნისა, გადასცემს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
13. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
14. ცნობებს ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურე გადასცემს დაუყოვნებლივ.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
16. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/ფულადი გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, ადგილზე განიხილავს და გადაწყვეტს დაწესებულების დირექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ დროს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატს.
17. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
18. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
19. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
20. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) საქართველოს პარლამენტის წევრი;
ე) სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საქართველოს სამინისტრო;
თ) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი;
კ) ადვოკატი;
ლ) პროკურორი;
მ) სამსახური;
ნ) სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
21. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით, აწარმოოს მიმოწერა ამ მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილები