1. ბრალდებულს, რომელსაც უფლება აქვს, ისარგებლოს ხანმოკლე პაემნით, ამ უფლების სატელეფონო საუბრის შეცვლის მოთხოვნით მოტივირებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. ამ მოთხოვნის უფლება ბრალდებულს არ აქვს, თუ მან უარი მიიღო კანონით დადგენილი წესით ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელებაზე.
2. განცხადებაში აღინიშნება ტელეფონზე მოსაუბრე პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ტელეფონზე საუბრის უფლება მიეცემა მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირს.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული უფლებამოსილია, განახორციელოს სატელეფონო საუბარი.
4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება ზოგადი წესი