1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას; სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას; ხანმოკლე პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდე