1. ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხანმოკლე პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
2. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
3. ხანმოკლე პაემნის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით ან ზეპირსიტყვიერად მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის მიზეზის თაობაზ