1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეცვალოს:
ა) ხანმოკლე პაემანი − სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით;
ბ) ხანგრძლივი პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით.
2. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს ხანმოკლე პაემნის ან ხანგრძლივი პაემნის უფლებით, შეუძლია ამ უფლების შეცვლის თხოვნით, მოტივირებული წერილობითი განცხადებით, მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ამ თხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო ხანმოკლე პაემნის ან ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელებაზე.
3. განცხადებაში აღინიშნება ტელეფონზე მოსაუბრე პირის ან პაემანში მონაწილე პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სატელეფონო საუბარი, ხანმოკლე პაემანი და ვიდეოპაემანი ხორციელდება ამ დებულებითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისა