1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათი/ფულადი გზავნილი ამ დებულების დანართი №7-ის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ამანათი/ფულადი გზავნილი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/ფულადი გზავნილის მიღება ხდება საამისოდ გამოყოფილ შენობაში.
6. იმ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო საქონელის ჩამონათვალი, რომელთა ქონის, შენახვის, ამანათით/ფულადი გზავნილით მიღებისა და უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გამოიკვრება შენობაში, სადაც ხდება ამანათის/ფულადი გზავნილის მიღება.
7. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს/ფულად გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების დანართი №2-ით, №3-ით და №4-ით.
9. ამანათის/ფულადი გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/ფულადი გზავნილი და ამანათის/ფულადი გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს.
10. ამანათის/ფულადი გზავნილის წონისა და შიგთავსის შემოწმება ხდება მისი მომტანი პირის თანდასწრებით.
11. ამანათის/ფულადი გზავნილის მიღების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/ფულადი გზავნილის მიმტანს პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
12. ამანათი/ფულადი გზავნილი არ მიიღება და გადაეცემა მიმტან პირს, თუ:
ა) ბრალდებული/მსჯავრდებული გათავისუფლდა ან დაწესებულებიდან გაყვანილია სამ დღეზე მეტი ვადით;
ბ) ბრალდებული/მსჯავრდებული გარდაიცვალა;
გ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა, პირადად მიიღოს ამანათი/ფულადი გზავნილი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;
დ) ამანათის/გზავნილის წონა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;
ე) ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ვ) არასწორადაა შევსებული განცხადება ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე;
ზ) არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათები/გზავნილები უბრუნდება გამომგზავნ პირს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით.
14. ამანათი/ფულადი გზავნილი, რომელიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე დაწესებულების ხარჯით.
15. იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/ფულადი გზავნილის მიღებისას, რომელიც მკურნალობის კურსს გადის, გათვალისწინებული უნდა იქნეს მკურნალი ექიმის რეკომენდაციები.
16. ამანათის/ფულადი გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/ფულად გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით, უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა დაწესებულების საწყობს შესანახად ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
17. ამანათი/ფულადი გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.
18. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/ფულადი გზავნილის შემცველობის შენახვას.ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე დაწესებულებას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
19. ამანათი/ფულადი გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი კალენდარული დღისა, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გასვლის შემთხვევაში – მისი დაბრუნებისთანავე.
20. ამანათის/ფულადი გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.
21. ამანათიდან/ფულადი გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და დაწესებულების დირექტორ