1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში შეიძინოს დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, იმ თანხით, რომელიც ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 500 ლარ