1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.

2. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.

4. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები.

6. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.

7. ბრალდებულები/მსჯავრდებულები სამკურნალო რეჟიმით დადგენილ საათებში იკვებებიან პალატებში.

8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალ