1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები, ხოლო ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
2. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი პალატა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
3. პალატის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს პალატების რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პალატას უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. პალატა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობი