1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) ხანმოკლე პაემნითა და სატელეფონო საუბრით;

ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;

ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;

ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, დაწესებულების პირობებში დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი;

გ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით;

დ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;

ვ) უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;

ზ) დაცული იყოს ბრალდებულების/მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;

თ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულების დირექტორისაგან მოითხოვოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების  №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;

კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება–მოვალეობების შესახებ;

ლ) ისარგებლოს ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა  სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);

მ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

ნ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

3. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, სამკურნალო რეჟიმი  და დაწესებულების მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;

დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, პალატა;

ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში.

4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;

ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს პალატიდან;

ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეცვალოს საძინებელი ადგილი;

მ) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;

ნ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა ნაკეთობები;

ო) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;

პ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;

რ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;

ს) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ტ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი პალატიდან მეორე პალატაში ან დაწესებულების გარეთ;

უ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც არღვევს დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და სამკურნალო რეჟიმ