1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
2. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
3. სპეციალური საცხოვრებლის პირობები არ უნდა ხელყოფდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
4. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური საცხოვრებლის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში.
5. სპეციალურ საცხოვრებელში მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
6. მსჯავრდებულის სპეციალურ საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. სპეციალური საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.
7. მსჯავრდებულებს, აგრეთვე ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობებ