1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს“ და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
3. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საერთო საცხოვრებელი/საკანი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
5. საერთო საცხოვრებლის/საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ისეთ საერთო საცხოვრებელში/საკანში განთავსება, რომელშიც არის სხვა საერთო საცხოვრებელზე/საკანზე შედარებით ნაკლები ბუნებრივი განათება, გათბობა, ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაცია, ან ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სხვა საცხოვრებელი პირობებით ისე, რომ მსგავსი განთავსება ობიექტური პირის მიერ აღიქმება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯად.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საერთო საცხოვრებლის/საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით - ღამის საათებში.
9. საერთო საცხოვრებელში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საერთო საცხოვრებელს/საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საერთო საცხოვრებელი/საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით და გათბობით.
11. ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული საყოფაცხოვრებო პირობები.
12. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობაა 100სმX60სმX60სმ.
13. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის საერთო საცხოვრებელში/საკანში პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, ასევე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
14. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:
ა) გამოვლინდა მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;
ბ) მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობისას ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის, სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
15. მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.
16. თუ მაცივარი/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით/სხვა ნებადართული საყოფაცხოვრებო ნივთით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა საერთო საცხოვრებელში/საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი