1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
3. დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით ბრალდებულს/მსჯავრდებულს დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 ნაწილით.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნის რაოდენობა განისაზღვრება იმ ტიპის/რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობის კოდექსით დადგენილი უფლებებით, რა ტიპიც/რისკიც განესაზღვრა დეპარტამენტის დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. 2016 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული ხანმოკლე პაემნით სარგებლობს მხოლოდ პროკურორის ან გამომძიებლის ნებართვის საფუძველზე.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის ხანმოკლე პაემნების გარდა, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტი