1. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს სატელეფონო საუბრით.

2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით.

3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების დამატებითი სატელეფონო საუბრით შეცვლის თაობაზე, ბრალდებული/მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. სატელეფონო საუბრის უფლება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი საერთო წესი