1. მსჯავრდებული, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით, ამ უფლების ხანმოკლე პაემნით შეცვლის მოთხოვნით მოტივირებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. ამ მოთხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების განხორციელებაზე.

2. განცხადებაში აღინიშნება, ხანმოკლე პაემანზე მომსვლელი პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანზე დაიშვება მხოლოდ პაემნის უფლების მქონე პირი.

3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.

4. ამ მუხლით განსაზღვრული წესით მიღებული ხანმოკლე პაემნის უფლება განხორციელდება ზოგადი წესით.

5. მსჯავრდებულს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით, შეიძლება შეეცვალოს სატელეფონო საუბრის უფლებით.

6. დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული წესით მიღებული სატელეფონო საუბრის უფლება განხორციელდება დადგენილი საერთო წესი