1. მსჯავრდებული, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით, შეუძლია ამ უფლების ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო საუბრით შეცვლის თხოვნით, მოტივირებული წერილობითი განცხადებით მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ამ თხოვნის უფლება მსჯავრდებულს არ აქვს თუ მან უარი მიიღო დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების განხორციელებაზე.
2. განცხადებაში აღინიშნება ხანმოკლე პაემანზე მომსვლელი პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ. ამ შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანზე დაიშვება მხოლოდ პაემნის უფლების მქონე პირი.
3. განცხადებაში აღინიშნება ტელეფონზე მოსაუბრე პირის ვინაობა და სხვა საჭირო ინფორმაცია მის შესახებ.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხანმოკლე პაემანი და სატელეფონო საუბარი ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესი