1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესით“.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:

ა) ხატწერა/ხატის შექმნა;

ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;

გ) ხატვა;

დ) პურის გულზე, პლასტელინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.

5. დაბალი რისკის/ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუძლიათ აგრეთვე შემდეგი ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება:

ა) ქარგვა;

ბ) კერვა;

გ) ქსოვა;

დ) ტყავის დამუშავება;

ე) გობელენის დამზადება;

ვ) თექაზე, სამკაულებზე, ბისერებზე, მინანქარსა და თიხის ნაკეთობებზე მუშაობა;

ზ) ქვისა და ხის მხატვრული დამუშავება;

თ) დურგლობა;

6. გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით.

7. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება მიეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელიც არ შეიცავს მეტალს და რომელთა შექმნაც არ საჭიროებს ბასრი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენება