1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო- და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილისა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, ამ დებულებით დადგენილი წესით, რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.
3. დაწესებულების პატიმრობის, დახურული ტიპის ან განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის შეძენის უფლება, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
4. დაწესებულების დაბალი რისკის ან ნახევრად ღია ტიპის ნაწილებში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე.
5. ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ჩამოართვას მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული/არანებადართული ნივთის