1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხორციელდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში ბრალდებულმა შეიძლება ისარგებლოს აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით.

2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა იმ ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს სამუშაოსგან თავისუფალ დროს, ამ დებულებით დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით. აღნიშნულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას.

4. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის გამოყენებით ირღვევა ეს დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოართვას აღნიშნული ტექნიკა და ის მის ახლო ნათესავს გადასცეს. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლო ნათესავი არ ჰყავს, ეს ტექნიკა დაწესებულებაში ინახება.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთების